ლომმა დაგლიჯა მამაკაცი, რომელიც მასთან ფოტოს გადასაღებად ვოლიერში შეძვრა - სად მოხდა შემთხვევა?
ზოოპარკის სტუმარი ლომთან სელფის გადაღების მცდელობას შეეწირა - ამის შესახებ India Today იუწყება.
ქალაქ ტირუპატიში მცხოვრები 38 წლის პრაჰლად გუჯარი ანდრა პრადეშის ზოოპარკში მცხოვრებ ლომთან, სახელად დონგალპურთან სელფის გადასაღებად შვიდმეტრიან ღობეზე გადაძვრა. როგორც კი დონგალპურის ვოლიერში მოხვდა, ლომი მამაკაცს თავს დაესხა და ნაწილებად დაგლიჯა.
მმხდარის შემდეგ ადმინისტრაციამ ზოოპარკიდან ყველა სტუმარი გაიყვანა და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავები ამჟამად ცდილობენ გაარკვიონ ლომის სტუმარი ვიზიტის დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო თუ არა.