თეგებით ძიება

"ნავალნის უეცარმა გარდაცვალებამ უფრო მეტად დამანახა, რა ხდება ჩვენ ქვეყანაში" - ტრამპი

"ალექსეი ნავალნის უეცარმა გარდაცვალებამ უფრო მეტად დამანახა, თუ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში" - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა.

"ეს ნელი, სტაბილური პროგრესია, რადგან კორუმპირებული, რადიკალური მემარცხენე პოლიტიკოსები, პროკურორები და მოსამართლეები განადგურების გზაზე მიგვიძღვებიან. ღია საზღვრები, გაყალბებული არჩევნები და სასამართლო დარბაზში მიღებული ზედმეტად უსამართლო გადაწყვეტილებები ამერიკას ანადგურებს. ჩვენ ვართ ერი, რომელიც დაცემას განიცდის, არშემდგარი სახელმწიფო ხდება, MAGA2024" - აცხადებს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს, ვლადიმირ პუტინი ნავალნის სიკვდილში დაადანაშაულა, ისევე როგორც ტრამპის მთავარმა რესპუბლიკელმა კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმ. "პუტინი არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე", - თქვა ბაიდენმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა