ხვიჩა კვარაცხელია adidas-ის სახე გახდა (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეულები ანალიტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მა დაასახელა.
„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრა „ჯენოასთან“ ფრედ 1:1 დაასრულა. Sofascore-მა კვარაცხელიას 8.3 ქულა დაუწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონატში ექვსი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა, მისი საშუალო ჯამური შეფასება 7.4 ქულაა და ამ მაჩვენებლით სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულში შედის.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი შემტევი გერმანული კომპანია Adidas -ის სახე გახდა. სარეკლამო ვიდეო თავად Adidas-მა გამოაქვეყნა.