თეგებით ძიება

„ჩემს შვილს სკოლაში აბულინგებდნენ, რამაც მძიმე დაღი დაასვა.. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ძალიან გვიან გავიგე..“ – ლელა წურწუმია

გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ მსახიობი ბაია დვალიშვილი ქალიშვილთან ერთად სტუმრობდა.

სხვადასხვა თემებთან ერთად, მაკი ხატისკაცმა სკოლებში მისი თვალით დანახულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ბულინგის საკითხია, რაც მას საკუთარ თავზეც გამოუცდია.

აღნიშნულ თავად წამყვანი, ლელა წურწუმია გამოეხმაურა და მოჰყვა ისტორია ბულინგთან დაკავშირებით, რომელიც მის ქალიშვილს, მარიკო მამულაშვილი გადახდა.

„სკოლაში ძალიან ხშირია ბულინგი ბავშვების მხრიდან, რამაც შეიძლება ადამიანები სუიციდამდე მიიყვანონ..

ჩემს შვილს სკოლაში აბულინგებდნენ და ეს არანაირად არ შეიგნო მისმა პედაგოგმა, საერთოდ, არავინ. შემდეგ იძულებული გახდა, რომ თვითონ მოეძებნა სხვა სკოლა და თავი გადამაყვანინა.

სამწუხაროდ, მე ეს ყველაფერი ძალიან გვიან გავიგე.. ძალიან გავბრაზდი.. ამ დაცინვამ და მსგავსმა დამოკიდებულებამ ჩემს შვილს მძიმე დაღი დაასვა, ამ პრობლემას დიდხანს ებრძოდა“, – აღნიშნა ლელამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა