თეგებით ძიება

ჯორჯ სოროსმა რადიოს უდიდესი ქსელი შეიძინა

მილიარდერმა აქტივისტმა ინვესტორმა, ჯორჯ სოროსმა ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით რადიოს უდიდესი ქსელი, Audacy შეიძინა, რომელიც 230 არხსა და სადგურს აერთიანებს.

აღნიშნული კომპანია ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტალღას, WEEI-ს ფლობს, რომელსაც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი უსმენს.

Audacy-ის შესყიდვა სოროსის მხრიდან გასაკვირი არ არის, რადგან მისი საინვესტიციო ფონდი 130-მდე ტელევიზიას, ჟურნალსა და მედიასაშუალებას აერთიანებს, შესაბამისად, რადიოს მიმართულებით მისი პორტფელის გაფართოება მოსალოდნელიც იყო.

რაც შეეხება უშუალოდ Audacy-ს, ბოლო 20 წლის განმავლობაში კომპანიამ თავისი კაპიტალიზაციის 99.9% დაკარგა, რაც არასწორი მენეჯმენტით და სტრიმინგსერვისების, მათ შორის, Spotify-ს და Apple Music-ის განვითარებით იყო განპირობებული. ამჟამად კომპანია გაკოტრებულია და მას 2 მილიარდი დოლარის ვალდებულებების მომსახურება არ შეუძლია, სწორედ ამიტომ ინვესტორებმა მისი გასხვისების გადაწყვეტილება მიიღეს, დაინტერესებული მხარე კი სოროსი აღმოჩნდა, რომელსაც ახლა უკვე საპრეზიდენტო არჩევნების წელს თავის განკარგულებაში 230 რადიოსიხშირე ექნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა