კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში, ბალისტიკური საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა
კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში, ბალისტიკური საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, ავდეევკაში კი, რუსული არმიის შეტევის ინტენსივობამ იკლო.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, საოკუპაციო ძალები იქ გაწმენდით ოპერაციას ატარებენ. უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე შექმნილ ვითარებას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოკუპანტები უკრაინისთვის დახმარების დაგვიანებით სარგებლობენ.