კობახიძე ჯოზეფ ბორელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების სხდომის დაწყებამდე, ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ კი, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მერვე სხდომაზე გადაინაცვლეს.