მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი „ლუზერი“ და რადიკალია - კახა კალაძე
მისი თქმით, ხაზარაძეც ისეთივე რადიკალია, როგორც დანარჩენი ოპოზიციონერები დეპუტატები.
„მამუკა ხაზარაძე ჩვეულებრივი „ლუზერი“, რადიკალია და არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ. სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა რეალობაში, მიშას შვილები არიან. წლების წინ მათ სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდათ. თუ რა ფუნქცია ჰქონდა „ვაჟბატონს“, რა სიბინძურით იყო დაკავებული და რას აკეთებდა, ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის. არ სჭირდება საზოგადოებას იმის შეხსენება, თუ ვინ არის, რა წარსულის მქონე ადამიანია. მისი გადმოსახედიდან, დღეს ის პოლიტიკაში არ უნდა იყოს, ქვეყნიდან უნდა იყოს გაქცეული. ამგვარია ხაზარაძისეული პოლიტიკა და მისი შეხედულებები. სამარცხვინოა. ასეთი ადამიანები პოლიტიკაში კი არა, საერთოდ პოლიტიკაზე ვერ უნდა საუბრობდნენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ისეთი ძლიერი იქნება, რომ მსგავსი ბინძური ადამიანები პოლიტიკას ვერასდროს გაეკარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.