თეგებით ძიება
20. 02. 2024 მსოფლიო

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვარზე მდებარე ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტეს

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვარზე მდებარე ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

დღეს დილით, პოლონელმა ფერმერებმა საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს. აქციებზე პოლონელი ფერმერები თავიანთი ტექნიკით მივიდნენ და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ერთად გზებიც გადაკეტეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „მედიკა-შეგინის“ საგუშაგოზე პოლონელმა ფერმერებმა რკინიგზა გადაკეტეს და სატვირთო მატარებლიდან მარცვლეული ლიანდაგებზე გადმოყარეს.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესება წარმოადგენს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა