ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით, 2025 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში წერია.
„სანამ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები განაგრძობს ძალის გამოყენების აკრძალვის დარღვევას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას, მიზანშეწონილია ძალაში შევინარჩუნოთ კავშირის მიერ ამჟამად დაწესებული ყველა ზომა და მივიღოთ დამატებითი ზომები. საჭიროების შემთხვევაში“, -აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.