ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელშიც ირაკლი კობახიძე მონაწილეობს. აუდიენციის დასრულებისთანავე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი და ევროკომისარი ოლივერ ვარჰეის ერთობლივი ბრიფინგს გამართავენ.
ირაკლი კობახიძე, პრემიერი რანგში, პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.