თეგებით ძიება

საქართველოს მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი მათი მომავალია - ჯოზეფ ბორელი

"როდესაც საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, სავსე იყო“, - ამის შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, ეს ფაქტი ცხადყოფს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი მათი მომავალია.

„არამარტო ჩემთვის იყო გასაოცარი, არამედ ყველასთვის. თან არც ჩემი ვიზიტისთვის გაკეთდა ეს, ზოგადად ჩემს ვიზიტამდე, ჩემი ვიზიტის შემდეგაც ასე იყო. ეს ცხადყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი მათი მომავალია. ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ თქვენთან ერთად ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ჩვენი ძალისხმევა გავზარდოთ იმისათვის, რომ თქვენი დამოუკიდებლობასა და  ტერიტორიულ მთლიანობის პატივი სცენ“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა