თეგებით ძიება

ბათუმში 21 წლის კურიერს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების გადაკვეთაზე კურიერს ავტომანქანა დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, კურიერი საავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტური იყო.

დაშავებულია 21 წლის კაცი და როგორც კლინიკაში გვეუბნებიან, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა.

"ამოვარდნილი აქვს მარჯვენა ხელი და მცირე ჭრილობა აქვს ფეხზე“, – ამბობენ კლინიკაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც არის ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა