დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. ლაშა ხუციშვილი საკანონმდებლო ორგანოს „მინისტრის საათის“ ფორმატში ეწვევა.
უწყების ხელმძღვანელი დეპუტატებს სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ წარუდგენს ანგარიშს და მათ შეკითხვებს უპასუხებს.
ფინანსთა სამინისტროს მუშაობას აფასებენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ უწყება სტაბილურ და ეფექტურ პოლიტიკას ატარებს, რაც ქვეყნის მაჩვენებლებში აისახება.