თეგებით ძიება

ონის სოფლებში მეწყერული პროცესები გააქტიურდა

ონის მუნიციპალიტეტის მერია ამბობს, რომ უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გააქტიურა. მათივე ცნობით,  სოფლებ  უწერაში, ჯინჭვისსა და ბარში სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

"შექმნილია სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, ასევე მონიტორინგის ფარგლებში 19 თებერვალს, სტიქიის ზონები, შეფასების მიზნით, ადგილზე მოინახულა, მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეულმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა (გეოლოგმა) რომლის მიერაც მოხდება შეფასება და მომზადდება დასკვნა, ხოლო შესაბამისი სამსახურების მიერ გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება", - ვკითხულობთ ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა