თეგებით ძიება
21. 02. 2024 მსოფლიო

რუსების საწვრთნელი ბაზის დაბომბვისას უკრაინელებმა 60 რუსი მოკლეს

BBC-ის რუსულენოვანი რედაქციის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსების საწვრთნელ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რა დროსაც 60-ზე მეტი რუსი სამხედრო პერსონალი მოკლეს. 

საწვრთნელი ბაზა დონეცკის რეგიონში, სოფელ ტრუდოვსკოესთან ახლოს მდებარეობს. თავდასხმა, 20 თებერვალს, იმ დროს განხორციელდა, როცა საწვრთნელ ბაზაზე 36-ე მოტომსროლელთა ბრიგადა იმყოფებოდა და ბრძანებას ელოდებოდა. თავდასხმისას პოლიგონზე 200-დან 300-მდე რუსი სამხედრო იმყოფებოდა, ისინი ადგილზე რუსეთის 29-ე არმიის მეთაურის, ოლეგ მოისევის ჩასვლას ელოდებოდნენ. 

BBC წერს, რომ მათ თავდასხმის ადგილიდან ათზე მეტი ფოტო მოიპოვეს, სადაც ათობით დაღუპული რუსი სამხედრო ჩანს. 

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა