ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ხვდება
ამ წუთებში ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს ხვდება.
რობერტა მეცოლასთან აუდიენციის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ნატოში გააგრძელებს შეხვედრებს.
პრემიერი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.