რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასაწყებად პირველი შესყიდვა დასრულდა
თბილისის განვითარების ფონდმა რუსთაველის რეაბილიტაციის დასაწყებად პირველი შესყიდვა დაასრულა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რუსთაველის გამზ. N24 და შ. რუსთაველის გამზ. N26-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილობრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი უნდა მომზადდეს.
შესყიდვის ღირებულება 284 480 ლარია. გამარტივებულ ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო შპს "ძეგლები და ღირსშესანიშნავი ადგილები" - საპროექტო-კვლევითი და სარესტავრაციო ინსტიტუტმა და TUMAS Turkish Engineering Consulting and Contracting Company-მა.
გამარჯვებულად "ძეგლები და ღირსშესანიშნავი ადგილები" - საპროექტო-კვლევითი და სარესტავრაციო ინსტიტუტი გამოცხადდა. კომპანიის წილის 70%-ს მერაბ ბოჭორიძე ფლობს, 15%-ს რუსუდან ბოჭორიძე. 15% ეკუთვნის იგივე სახელისა და გვარის მქონე სხვა პირს, მერაბ ბოჭორიძეს. კომპანიის სხვადასხვა წლებში მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 2.2 მლნ ლარია.