თეგებით ძიება

"44 წლის წინ ქუთაისში, მშობლებს უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა, დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა" - რას წერს თამუნა მუსერიძე?

ჟურნალისტი, თამუნა მუსერიძე შოკის მომგვრელ ამბავს ავრცელებს და წერს, რომ 44 წლის წინ ქუთაისში ხონელიძის სამშობიაროში დაიბადა გოგონა, რომელზეც უთხრეს ოჯახს რომ გარდაიცვალა. თუმცა, დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა.

"44 წლის წინ ქუთაისში ხონელიძის სამშობიაროში დაიბადა გოგონა,რომელიც მეორე დღეს შეუყვანეს დედას. წუთით დაინახა. იყო ქერა და  ცისფერთვალა.ამ დროს ექთანი ყვირილით გააგდეს ოთახიდან ჩვილთან ერთად.რატო შემოუყვანეთ,ხომ იცოდით რომ ბავშვი არ უნდა ენახაო.დედა გაბრუებული ყავდათ,ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი.მესამე დღეს დაიბარეს მამა და უთხრეს,რომ ბავშვი დაიღუპა. სასახლე მოიტანეთ ღამით და იმ წამსვე  დამარხეთო.ასეც მოიქცნენ,გვიან ღამით წამოიღეს დაჭედილი სასახლე და დაკრძალეს.

ერთი წელია ვიბრძვით მასალებისთვის.განჩინების საფუძველზე დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა", - წერს თამუნა მუსერიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა