კარგი შეხვედრა მქონდა ირაკლი კობახიძესთან - რობერტა მეცოლა
ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა „ტვიტერზე“ წერს.
როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო ევროპულ გზაზე მიიწევს.
„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო ევროპულ გზაზე მიიწევს “, - აღნიშნავს რობერტა მეცოლა.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.