თეგებით ძიება
21. 02. 2024 მსოფლიო

ევროპელების მხოლოდ 10%-ს სჯერა, რომ უკრაინას ომში რუსეთის დამარცხება შეუძლია - The Guardian

ევროპელების მხოლოდ 10%-ს სჯერა, რომ უკრაინას ომში რუსეთის დამარცხება შეუძლია. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს დაკვეთით ჩატარებულ სოციალურ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37%-ს მიაჩნია, რომ ომი უკრაინაში კომპრომისული შეთანხმებით დასრულდება. გამოცემა წერს, რომ ომის 2 წლის თავზე ევროპელებს განწყობა ომისადმი შეიცვალა. კვლევა ევროკავშირის 12 წევრ ქვეყანაში ჩაატარეს, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიაში, პოლონეთსა და შვედეთში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა