თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილისგან ვეტოც მოსალოდნელია და ნებისმიერი რამ, რაც რადიკალურ ოპოზიციას და „ნაცებს“ გააძლიერებს - მამუკა მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილისგან ვეტოც მოსალოდნელია და ნებისმიერი რამ, რაც რადიკალურ ოპოზიციას და „ნაცებს“ გააძლიერებს, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ამ თემაზე კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე“ საუბრისას განაცხადა.

„რადიკალური ოპოზიცია, „ნაცები“, ამბობენ, რომ ცივილიზებულ სამყაროში უპრეცედენტოა, ევროპაში არ არსებობს ასეთი კანონი, მაგრამ მაინც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომეც ამ მესიჯბოქსის კვალდაკვალ იმოქმედებს. მარტივი ამბავია, იმიტომ რომ ის უკვე რიგითი „ნაცია“, - განაცხადა მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა