თეგებით ძიება

დიდმა ბრიტანეთმა იმ ციხის ხელმძღვანელებს, სადაც ნავალნი დაიღუპა, სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ციხის ხელმძღვანელებს, სადაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ანგარიშები ექვს ადამიანს გაუყინეს, გარდა ამისა, მათ ქვეყანაში შესვლაც აეკრძალათ.

პოლკოვნიკი ვადიმ კალინინი - გამოსასწორებელი კოლონიის ხელმძღვანელი

პოდპოლკოვნიკი სერგეი კორჟოვი - მოადგილე

პოდპოლკოვნიკი ვასილი ვიდრინი - მოადგილე

პოდპოლკოვნიკი ვლადიმირ პილიპიჩკინი - მოადგილე

პოდპოლკოვნიკი ალექსანდრ გოლიაკოვი - მოადგილე

პოლკოვნიკი ალექსანდრ ობრაზცოვი - მოადგილე

ალექსეი ნავალნის სიკვდილში დასავლელი ლიდერები რუსეთის ხელისუფლებასა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებენ.

"ნავალნის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე პასუხისმგებელ პირებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზიები, ჩვენ მათ პასუხისმგებლობას დავაყენებთ", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დეივიდ კემერონმა.

გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობამ მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადასცენ ნავალნის ცხედარი ოჯახს და სრული და გამჭვირვალე გამოძიება ჩაატარონ. მათი გზავნილი ეხმიანება ნავალნის დედის განცხადებას, რომ შვილის ცხედრის გადაცემაზე უარს ეუბნებიან. 

რუსეთში ამბობენ, რომ ოჯახს ცხედარი ორ კვირაში მიიღებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა