თეგებით ძიება

პირველი ადამიანი, რომელსაც ილონ მასკის ტვინის იმპლანტი ჩაუნერგეს, წარმატებით იყენებს მას კომპიუტერის "მაუსის" სამართავად

ილონ მასკმა განაცხადა, რომ პირველი ადამიანი, რომელსაც Neuralink-ის ტვინის იმპლანტი ჩაუნერგეს,

წარმატებით იყენებს მას კომპიუტერის თაგვის ფიქრებით სამართავად.

წინა თვეში Neuralink-მა პირველი ჩიპი ჩაუნერგა ადამიანს. მას შემდეგ რაიმე დეტალი ამ პროცესის შედეგების შესახებ არ გავრცელებულა - თუმცა კომპანიამ გაავრცელა ცნობა, რომ ჩიპი უნდა ჩაენერგათ კვადრიპლეგიით (ოთხივე კიდურის დამბლით) დაავადებული ადამიანისთვის და ჩიპს რობოტი ქირურგი ჩადგამდა.

მასკი ამბობს, რომ პაციენტი კარგად არის და იყენებს სისტემას კომპიუტერის სამართავად.

„პროგრესი კარგია და როგორც ჩანს, პაციენტი გამოჯანმრთელდა გართულებების გარეშე, შეუძლია მაუსის კონტროლი, მისი მოძრაობა ეკრანზე მხოლოდ ფიქრით“. Neuralink ახლა ცდილობს ბრძანებები უფრო რთული გახადოს, რათა ჩიპი გამოიყენებოდეს სხვადასხვა სახის კონტროლისთვის, - თქვა მასკმა.

„ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ღილაკების დაჭერას ფიქრით. ეს არის ის, რაზეც ამჟამად ვმუშაობთ: შეგიძლიათ ფიქრით დააჭიროთ მაუსის მარცხენა ან მარჯვენა ღილაკს, მისცეთ ბრძანება ქვევით, ზევით“, - თქვა მან. „ჩვენ გვინდა გვქონდეს ორზე მეტი ღილაკის ეფექტი".

”ასე რომ, ვცდილობთ პროგრესის მიღწევას ამ ფრონტზე. მთლიანობაში შედეგი ძალიან კარგად გამოიყურება.”

მასკმა თქვა, რომ სისტემას "ტელეპათია" ჰქვია, მაგრამ კიდევ ბევრი რამ ამოუხსნელი რჩება ჩიპის შესახებ.

მასკს აქვს დიდი ამბიციები Neuralink-თან დაკავშირებით და ამბობს, რომ მისი ჩიპური მოწყობილობების ქირურგიული ჩანერგვით შესაძლებელი იქნება ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა სიმსუქნე, აუტიზმი, დეპრესია და შიზოფრენია.

Neuralink, რომელიც შარშან დაახლოებით 5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, არაერთხელ გახდა შენიშვნის ობიექტი უსაფრთხოების პროტოკოლებთან შეუთავსებლობის გამო. Reuters-მა გასულ თვეში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფირმა დაჯარიმდა აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტის წესების დარღვევისთვის საშიში მასალების გადაადგილებასთან დაკავშირებით.

წყარო: მკურნალი.გე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა