ჯო ბაიდენის ძაღლმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მინიმუმ 24-ჯერ უკბინა - BBC
ახალი დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ძაღლმა თეთრი სახლის დაცვის თანამშრომლები მინიმუმ 24-ჯერ დაკბინა - წერს BBC.
დოკუმენტი აღნიშნულია, რომ სულ მცირე 24 კბენის ინციდენტი დაფიქსირდა 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივლისამდე, ძაღლმა დაცვის სამსახურის წევრებს უკბინა - მაჯაზე, წინამხარზე, იდაყვზე, წელზე, მკერდზე, ბარძაყსა და მხარზე.
როგორც BBC იუწყება, დოკუმენტი საჯარო გახდა, თუმცა არ არის დასახელებული დაცვის სამსახურის თანამშრომლების ვინაობა, რათა დაიცვან მათი უსაფრთხოება.
ბაიდენის ოჯახის შინაურმა ცხოველმა თეთრი სახლი გასული წლის ოქტომბერში დატოვა, ერთი კვირის შემდეგ, რაც დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა მძიმე ნაკბენის გამო სამედიცინო დახმარება მოითხოვა.
ცნობისთვის, 2020 წლის ნოემბერში თავად ბაიდენმა ტრავმა მიიღო, როდესაც ძაღლს ეთამაშებოდა. ამის შემდეგ ის რამდენიმე თვე სპეციალურ ფეხსაცმელს ატარებდა.