თეგებით ძიება

რა რეაქცია ჰქონდა კვარაცხელიას, როდესაც „ნაპოლის“ მწვრთნელმა "ბარსელონასთან" მატჩი 68-ე წუთზე დაატოვებინა?

"ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ, თამაშის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რატომ დაატოვებინა 68-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას მატჩი.

მან აღნიშნა, რომ ის მოედანზე ფეხბურთელებს არა მათი სახელების, არამედ თამაშის მიხედვით ტოვებს.

ხვიჩა ამ გადაწყვეტილებით გაბრაზებული და უკმაყოფილო დარჩა.

კალცონას კვარაცხელიას შეცვლასა და მის რეაქციაზე Sky Sport-ის ეთერში ინტერვიუს დროსაც ჰკითხეს, სადაც ასეთი პასუხი ჰქონდა:

"მოედანზე ვინარჩუნებ მოთამაშეებს, რომლებიც კარგად თამაშობენ და არა - სახელებს. მაგალითად, პოლიტანომ დიდებულად ითამაშა, შესაბამისად, სახელის მიუხედავად, ისინი, ვინც კარგად თამაშობენ, მოედანზე რჩებიან, ვინც ვერ თამაშობს - არა. ბევრი კარგი თავდამსხმელი მყავს, სიმეონე და სხვები, მათ ძალიან კარგად ითამაშეს, თუმცა კვარა ტოპფეხბურთელია და ძალიან დაგვეხმარება“.

ცნობისთვის, "ნაპოლისა" და "ბარსელონას" მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა