თეგებით ძიება
22. 02. 2024 მსოფლიო

ევროკავშირის წევრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმდნენ. აღნიშნული პაკეტი ოფიციალურად 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავზე, დამტკიცდება.

„ეს პაკეტი არის ერთ-ერთი ყველაზე ფართო დამტკიცებული ევროპის კავშირის მიერ. ის გაივლის წერილობით პროცედურას და ოფიციალურად დამტკიცდება 24 თებერვალს“.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმებას მიესალმა და განაცხადა: „ჩვენ პუტინის ომის მანქანის დეგრადაცია უნდა გავაგრძელოთ.“

რუსეთის წინააღმდეგ ევროპის კავშირის სანქციები ყირიმის ანექსიის გამო 2014 წლიდან არის დაწესებული. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპულ გაერთიანებას სანქციების 12 პაკეტი აქვს დამტკიცებული.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ახალ პაკეტში 200-მდე ფიზიკური პირია დამატებული, რომელთაც EU-ში შესვლა აეკრძალებათ. ამას გარდა, მთელ რიგ კომპანიებს აქტივების გაყინვა ემუქრება.

„ამ პაკეტით ჩვენ უფრო მეტად ვამკაცრებთ ზომებს მათ მიმართ, ვინც სანქციებისთვის (თავდაცვისა და სამხედრო სფეროების ჩათვლით) გვერდის ავლას ცდილობს“, - ჯოზეფ ბორელი.

გარდა ამისა, ბრიუსელმა უკრაინის ოთხი რეგიონის (ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები) ანექსიის გამო 2022 წლის ოქტომბრიდან დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით, 2025 წლის 24 თებერვლამდე გააგრძელა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა