თეგებით ძიება

ქორწინებაში ვიმყოფებოდი, როცა გავიქეცით მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე, პირველი ალბათ არ მიყვარდა ისე ძალიან – ალეკო მახარობლიშვილი

მსახიობმა, ალეკო მახარობლიშვილმა გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ დანგრეულ ქორწინებაზე და მისი ცხოვრების სიყვარულზე ისაუბრა.

„სულ ვიღაც მიყვარდა, მერე დადგა პერიოდი როცა არავინ მიყვარდა და ჩავთვალე, რომ ამაზე მეტად აღარავინ შემიყვარდებოდა. ამ ჩემ პირველ მეუღლეს ვუყვარდი და არაფერი დაუშავებია, პირიქით მე დავაშავე და მე მასთან მადლობის გარდა არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან ასეთი კარგი შვილები გამიზარდა.

მათ აღზრდაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, არ ვიცი შვილები როგორ უნდა გაზარდო – მე ვიცი სიყვარული, მიყვარს ძალიან ჩემი შვილები.

ქორწინებაში ვიმყოფებოდი, როცა გავიქეცით მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე, პირველი ალბათ არ მიყვარდა ისე ძალიან. მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე დღემდე ერთად ვართ და იმედია სულ ასე ვიქნებით“,- თქვა ალეკო მახარობლიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა