ესპანელი ფერმერები პროტესტის ნიშნად ტრაქტორებით მადრიდის ცენტრში მივიდნენ
ფერმერთა საპროტესტო აქციები გრძელდება ესპანეთის დედაქალაქშიც - ფერმერები მადრიდის ცენტრში ტრაქტორებით მივიდნენ.
ისინი მთავრობისგან სუბსიდიების გაზრდას და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას ითხოვდნენ.
აქციის გამო მადრიდის ცენტრში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.