თეგებით ძიება

გააძვირებს თუ არა წითელი ზღვის კრიზისი საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტებს ?

წითელი ზღვის კრიზისი მსოფლიო ვაჭრობაზე ნეგატიურად უკვე აისახა. გაძვირდა არა მხოლოდ ტრანსპორტირება და შედეგად პროდუქცია, არამედ გაიზარდა პროდუქციის დანიშნულ ადგილამდე ჩატანა. კრიზისი, თუ კიდევ დროიში გაჭიანურდა, ის გარკვეულ გავლენას მოახდენს საქართველოს ბაზარზეც, თუმცა არა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია აცხადებს, წითელი ზღვა არ არის პრობლემატური საკითხი საქართველოს კონტექსტში, ვინაიდან ქვეყანაში პირველადი მოხმარების პროდუქტები ძირითადად თურქეთიდან და რუსეთიდან შემოდის.

„წითელი ზღვა ჩვენთვის არ წარმოადგენს პრობლემატურ საკითხს და წლის არც ერთ პერიოდში არ გვექნება ამ მიზეზის გამო პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების მატება. ჩვენი არც ერთი მარშრუტი არ გადის წითელ ზღვაზე და საერთოდ, აღნიშნული ტიპის პროდუქტების უმეტესი ნაწილი ძირითადად თურქეთიდან და რუსეთიდან შემოდის.“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც იემენელი ჰუსიტები პალესტინელებთან სოლიდარობის გამო, კომერციულ გემებს თავს დრონებით დაესხნენ, ჩინეთიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართულებით გამოსული გემები იძულებულნი არიან, დანიშნულების ადგილამდე შემოვლითი გზით ჩავიდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ წითელი ზღვის მარშრუტზე, მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 15% მოდის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა