თეგებით ძიება

„ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას“ - მამუკა ხაზარაძე

„ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, ბოლო ერთ კვირაში 30 პარტიის წევრი გაერთიანდა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანები უკვე ორიენტაციას აკეთებენ და ხედავენ იმ ღირებულებებს, რასაც „ლელო“ ემსახურება:

„გაერთიანებაზე რომ ვთქვა, ახლა არანაირი მოლაპარაკებები არ მიდის, არც ვაპირებთ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით.

მე როგორც დავპირდი ჩემს მოქალაქეებს, ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას, ნეპოტიზმს, „ოცნების“ მიერ გაჩერებულ პროექტებს და ნამდვილ ცეცხლს დაანთებს, მუშაობის, შენების, მშენებლობის და ჩვენი ქვეყნის გამოყვანის, ამას მე გპირდებით.

შესაბამისად, დადგება ეს მომენტი. ეს მომენტი შეიძლება, დადგეს ზაფხულში ან შემოდგომაზე“. – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა