თეგებით ძიება

ქუთაისში არასრულწლოვანმა ველოსიპედების მაღაზია გატეხა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ არასრულწლოვანმა, ველოსიპედების  მაღაზიის კარი დიდი ალბათობით, ე.წ. ატმეჩკით გატეხა და შიგნით შეაღწია. შემთხვევა დაახლოებით ღამის 2 საათზე მოხდა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, მას შემდეგ რაც სიგნალიზაცია ჩაირთო, მოზარდმა ობიექტი დაახლოებით 15 წამში დატოვა. მან ვერაფრის წაღება ვერ მოახერხა.

მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ ღამით სალაროში თანხას არ ტოვებენ.

"რომ მოვედით ღია იყო კარი, კამერაში რომ ვნახეთ დაახლოებით 15 წამში მივარდა კასას, ეცადა თანხის ამოღებას, თანხა არ დახვდა მისდა სამწუხაროდ წავიდა ხელცარიელი...კამერაში რაც ვნახეთ, არასრულწლოვანი იყო სავარაუდოდ და სამწუხაროდ ისეთი "მიმზიდველი" კანონი გვაქვს ქვეყანაში არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ" ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა