თეგებით ძიება

Time-მა წლის ქალების სია გამოაქვეყნა

ჟურნალმა Time 2024 წლის ქალების სია გამოაქვეყნა. როგორც გამოცემის ვებგვერდზეა აღნიშნული, სიაში მოხვდა 12 „ლიდერი, რომლებიც უფრო თანასწორუფლებიანი სამყაროს შექმნას ცდილობენ“.

სიაში მოხვდნენ: „ბარბის“ რეჟისორი გრეტა გერვიგი, ჩოგბურთელი კორი გაუფი, Chanel-ის გენერალური დირექტორი ლინა ნაირი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში კლაუდია გოლდინი, ერაყელი უფლებადამცველი ნადია მურადი, ისრაელელი და პალესტინელი ქალები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებენ და სხვები.

სიისადმი მიძღვნილ Time-ის სპეციალური გამოცემის გარეკანზე გერვიგის ფოტოა მოთავსებული. Time-ში აღნიშნავენ, რომ ის პირველი რეჟისორი გახდა, რომლის პირველმა სამმა მხატვრულმა ფილმმა მიიღო ნომინაციები ოსკარზე. ესენია: „ლედი ბერდი“, „პატარა ქალები“ და „ბარბი.

ჟურნალი გაყიდვაში 11 მარტს გამოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა