თეგებით ძიება

დიდი ვაჟკაცობა ვერ აპატიეს, არასოდეს მქონია მოლოდინი, რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ - ტატუნაშვილის დედა

ექვსი წელი ოკუპანტების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულიდან - დილიდან ძმათა სასაფლაოზე არჩლ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები და სამხედროები იმყოფებიან.

წამებით მოკლული სამხედროს დედა იმ მძიმე დღეებს იხსენებს, რომლის გადატანაც ოჯახს მოუხდა.

რუსუდან ტატუნაშვილისთვის საამაყოა, რომ მისი შვილი გმირია.

"დიდი ვაჟკაცობა ვერ გაპატიეს, აჩიკო. როგორი სიხარულით ამოდიოდი ხოლმე აქ. ჩემი ადგილი აქ არისო, გენაცვალე. წინასწარ იცოდი, რომ აქ უნდა ყოფილიყავი სამუდამოდ.

მე მეტის მოლოდინი არასდროს არ მქონია, რომ დაისჯებოდა. ალბათ, არც დასჯიან არასდროს. ტერიტორია ოკუპირებულია და ისინი არ დასჯიან და თუ არ გადმოგვცეს აქეთ ვინ დასჯის. პირიქით, დააწინაურეს კიდეც. ხშირად დადიოდა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. რომ მოდიოდა ვეუბნებოდი ხოლმე, ძალიან ხშირად დადიხარ-მეთქი შვილო და ასე მეტყოდა ხოლმე, ჩვენც დავიხოცებით და იქ რომ მივალთ, პირნათელი უნდა ვიყოთ იმ ბიჭებთან და შერცხვენილი არ უნდა ვიყოთო. ასეთი პატრიოტი ადამიანი იყო და ეს ვერ აპატიებს. სამშობლოს სიყვარული, ვაჟკაცობა ვერ აპატიეს. აიძულებდნენ, დროშაზე შემდგარიყო, მაგრამ არ შედგებოდა დროშაზე. საწოლთან ეკიდა დროშა და ისე ეძინა. იცოდა იმ დროშის ფასი. ჯარისკაცი იყო. სულით ხორცამდე ჯარისკაცი იყო. იმ პერიოდში არ მსახურობდა ჯარში, მაგრამ ყოველთვის მზად იყო სამშობლოს დასაცავად", - ამბობს დედა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა