თეგებით ძიება
22. 02. 2024 მსოფლიო

ყაზახეთმა და თურქეთმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთბრუნვის დრო შეამცირეს

ყაზახეთის პარლამენტმა რატიფიცირება მოახდინა თურქეთთან სამთავრობათაშორისო შეთანხმებას ტვირთის კომბინირებული ტრანსპორტირების შესახებ, რომელიც, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გამოყენებით ტვირთბრუნვის გაზრდასა და დროის შემცირებას ისახავს მიზნად.

ამასთან, შეთანხმება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, კერძოდ, კასპიის ზღვის პორტებისა და „დასავლეთ ევროპა-დასავლეთ ჩინეთის“ საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის პოტენციალის შემდგომ განვითარებასა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაზრდას ეხება.

დოკუმენტს 2022 წლის 10 მაისს, ანკარაში მოეწერა ხელი.

ხელშეკრულების რატიფიცირება ტვირთის გატარების დროს 5 დღემდე შეამცირებს, მაშინ, როცა 2022 წელს ამ მარშრუტის გავლას 13-15 დღე სჭირდებოდა.

სარკინიგზო და საზღვაო გზაზე კომბინირებული გადაზიდვით ორი სატრასპორტო ზედნადების ნაცვლად ერთი ციფრული დოკუმენტი დაინერგება, რომელიც ავტომატიზებური ციფრული პლატფორმის საშუალებით გაფორმდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა