ჩეხეთმა, დმანისელი „კრიმინალური ავტორიტეტი“ აშშ-ს გადასცა - რას ედავება მას ამერიკის პროკურატურა?
დმანისელი „კრიმინალური ავტორიტეტის“, ფოლად ომაროვის ჩეხეთიდან აშშ-ში ექსტრადირება მოხდა.
ამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ომაროვი ჩეხეთში იანვარში დააკავეს. დაკავებიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის პროკურატურამ სამი „კრიმინალური ავტორიტეტი“ აშშ-ში მცხოვრები ირანელი ჟურნალისტისა და ადამიანის უფლებათა დამცველის მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის დაგეგმვაში დაადანაშაულა.
ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა ფოლად ომაროვის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას 2023 წლის ივლისში მოაწერა ხელი.