თეგებით ძიება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 70-მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 70-მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმუხურის საარჩევნო შტაბის წევრმა, ირინა შედანიამ განაცხადა.

მისი თქმით, არ მოსწონთ პარტიის მოქმედი მენეჯმენტის მუშაობის მეთოდები, ამიტომ გადაწყვიტეს, დატოვონ „ნაციონალური მოძრაობა“ და შეუერთდნენ ნიკა მელიას მოძრაობას.

ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას კიდევ ათეულობით აქტივისტი და პარტიის წევრი აპირებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა