თეგებით ძიება

საქალაქო სასამართლოში როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულთა მონაწილეობით მიმდინარეობს. საუბარია ყოფილი სპეცრაზმელების ბრალდების ეპიზოდზე.

დღევანდელ სხდომაზე შავაძის მეუღლე დაიკითხა რის შემდეგაც სხდომა მედიისთვის დაიხურა. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ სასამართლო პროცესების პარალელურად დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს. რაც შეეხება დაცვის მხარეს. ადვოკატი ამბობს, რომ მოწმეს არ ჰქონდა ინფორმაცია თუ ვინ სად იმყოფებოდა მკვლელობის დღეს.

ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვა ორმა ბრალდებულმა მოითხოვა. დანარჩენი რვა დაკავებულის საქმეს არსებითად მოსამართლე იხილავს. ორი ბრალდებულის საქმე კი ძიებაშია და სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა