ალ კაპონეს ტყვიაგაუმტარი "კადილაკი" იყიდება - ნახეთ, რა ღირს უიშვიათესი მოდელი?
ცნობილი განგსტერის, ალ კაპონეს უიშვიათესი, ტყვიაგაუმტარი "კადილაკი" 1 მილიონ დოლარად იყიდება. გარდა იმისა, რომ ეს უმშვენიერესი ავტომობილი ალ კაპონეს ეკუთვნოდა, ის ერთ-ერთი პირველი მანქანაა, რომელსაც ჯავშანი აქვს.
ალ კაპონე ნიუ იორკში იტალიელ ემიგრანტთა ოჯახში დაიბადა და კრიმინალური ბანდის საქმიანობაში ადრეული ასაკიდანვე ჩაერთო. ცნობილი მაფიოზის ცხოვრება, რომელმაც აშშ-ში საკუთარი იმპერია შექმნა, 1920 წელს შეიცვალა, მას შემდეგ, რაც აშშ-ს მთავრობამ ქვეყანაში ალკოჰოლი აკრძალა. ალ კაპონემ თავის მისიად გაიხადა, რომ ალკოჰოლის მოყვარული ამერიკელი ხალხი სასმელით მოემარაგებინა.
მრავალწლიანი კრიმინალური საქმიანობის შემდეგ, ალ კაპონეს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომელიც ალკატრასში გაატარა, სადაც მას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. 48 წლის მაფიოზი საბოლოოდ 1947 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ალ კაპონეს დატოვებული ერთ-ერთი ავტომანქანა კი მალე ახალ მეპატრონეს შეიძენს.