თეგებით ძიება

ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი იმუნოლოგი, აკადემიკოსი ნოდარ გოგებაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"საქართველოს ეროვნული აკადემია მწუხარებით იუწყება გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, პროფესორი, მსოფლიო იმუნოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული მედიცინისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელი,აკადემიკოსი ნოდარ გოგებაშვილი.

საქართველოს ეროვნული აკადემია უსამძიმრებს ბატონი ნოდარის ოჯახს და სრულიად საქართველოს, ბატონი ნოდარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.პანაშვიდები: 22 და 23 თებერვალი; მისამართი: 104 დავით აღმაშენებლის გამზირი, სადარბაზო 3, სართული 4, ბინა 20.გამოსვენება 24 თებერვალს, შაბათს 2:00 საათზე, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიიდან, ვაჟა-ფშაველას 33 ( თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით)” – ნათქვამია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა