თეგებით ძიება
22. 02. 2024 მსოფლიო

რუსეთი შავ ზღვაში ფრანგული თვითმფრინავების ჩამოგდებით დაიმუქრა

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუს ცნობით, შავ ზღვაში ფრანგული თვითმფრინავების გადაფრენის დროს რუსეთი მათი ჩამოგდებით დაიმუქრა.

ლეკორნუს თქმით, მოსკოვის მხრიდან ეს "განსაკუთრებული მუქარა" იყო, რამაც მას ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის ქმედებები გაახსენა. საფრანგეთის ცნობით, შავ ზღვაზე გადაფრენის დროს ფრანგული თვითმფრინავები საერთაშორისო საჰაერო სივრცეს პატრულირებდნენ.

"კონკრეტული მაგალითი რომ მოგცეთ, ერთ თვის წინ რუსული საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემა შავი ზღვის თავზე ფრანგული თვითმფრინავის ჩამოგდებით დაიმუქრა, როცა ჩვენ თავისუფალ საერთაშორისო ზონაში ვიყავით, პატრულირების მიზნით". - თქვა ლეკორნუმ.

მისი თქმით, "2024 წელს რუსეთის საქციელი არანაირ მიმართებაშია იმასთან, რაც ჩვენ 2022-ში და, ცხადია, უკრაინაში აგრესიამდე ვიხილეთ".

"ეს იმ ფაქტით იხსნება, რომ რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე რთულ მდგომარეობაშია". - ამბობს ლეკორნუ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა