თეგებით ძიება

ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 200 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას გაუგზავნის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 200 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას გაუგზავნის.

„დღეს შემიძლია გამოვაცხადო 200 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის ახალი პაკეტი უკრაინის დასაცავად“, - განაცხადა გრანტ შეფსმა.

„გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ამ მხარდაჭერის გაორმაგებას. ყველა თავისუფლებისმოყვარე ქვეყანამ იგივე უნდა გააკეთოს“, - აღნიშნა მან.

ბრიტანელმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა დასავლეთმა გააძლიეროს ქმედებები და უკრაინას მისცეს საჭირო მხარდაჭერა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა