თეგებით ძიება

რვა წლის მოჭადრაკემ დიდოსტატი დაამარცხა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

რვა წლის სინგაპურელმა მოჭადრაკემ აშვათ კაუშიკმა შვეიცარიაში გამართულ საჭადრაკო ტურნირზე დიდოსტატი დაამარცხა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ Chess.com იუწყება.

ინდური წარმოშობის სინგაპურელი ბიჭი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც კლასიკურ ჭადრაკში დიდოსტატი - 37 წლის პოლონელი მოჭადრაკე იაცეკ სტოპა დაამარცხა.

ამჟამად კაუშიკთან რამდენიმე გამოცდილი მენტორი მუშაობს. მათ შორის სინგაპურელი დიდოსტატი კევინ უ ვეიმინიცაა. მედიასთან მან ახალგაზრდა მოჭადრაკის გამორჩეულ ტაქტიკური უნარებზე ისაუბრა. 

„აშვათის ოჯახი ბიჭუნას მხარს უჭერს და საშუალებას აძლევს, რომ დასახულ მიზნებს მიაღწოს. აშვათით ვამაყობთ და ვიცით, რომ მსოფლიო რეკორდი მხოლოდ დასაწყისია“ - ამბობს ვეიმინი.

კაუშიკი პირველად ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როდესაც 2022 წლის აღმოსავლეთ აზიის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 6 წლის ბიჭმა სამი ოქრო მოიპოვა. ბავშვის მამის თქმით, მის შვილს უნიკალური, ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს. ამჟამად რეკორდსმენი დღეში შვიდ საათს ხარჯავს ჭადრაკზე და თავისი ძველი საჭადრაკო პროგრამის გამოყენებით ათასობით თავსატეხს ხსნის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა