ლუდმილა ნავალნაიამ შვილის ცხედარი ნახა
ალექსეი ნავალნის დედის, ლიუდმილა ნავალნაიას ინფორმაციით მან შვილის ცხედარი ნახა.
"მაშანტაჟებენ, მადებინებენ პირობებს, სად, როდის და როგორ უნდა დაიკრძალოს ალექსეი", - ამბობს ლუდმილა ნავალნაია ცხედრის ნახვის შემდეგ.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
რუსი ოპოზიციონერის დედა შვილის ცხედარს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. ალექსეი ნავალნის დედამ შვილის ცხედრის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა - უწყება სარჩელს 4 მარტს, დახურულ სხდომაზე განიხილავს.