თეგებით ძიება

„ულამაზესები, უსაყვარლესები... მაგრამ მიტოვებულები... ეს ომის ერთ-ერთი უმძიმესი მახასიათებელია“ - რას წერს კობა ხაბაზი?

ნაციონალური მოძრაობის წევრი, კობა ხაბაზი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, სოციალურ ქსელში ომის დროს მიტოვებული ცხოველების შესახებ წერს:

 ადამიანის მეგობრები, უპირობოდ ერთგულები, ულამაზესები, უსაყვარლესები...

მაგრამ მიტოვებულები... 

ეს ომის ერთ-ერთი უმძიმესი მახასიათებელია. მათ ძალიან უჭირთ, ისინი არ იყვნენ ქუჩის ცხოვრებას მიჩვეულები, იზრდებოდნენ სახლებში, არ უხდებოდათ ბრძოლა არსებობისთვის...

ახლა კი ქუჩაში არიან, ზოგს პატრონი დაეღუპა, ზოგმა ვერ შეძლო თან წაეყვანა ემიგრაციაში და არიან ასე, ბედისა და კეთილი ადამიანის იმედად დარჩენილები, ამას თან ერთვის განუწყვეტელი სროლისა და აფეთქებების ხმა...

საშინლად დასტრესილებს სითბო ენატრებათ, მოფერება ენატრებათ, თავზე ხელის გადასმა ენატრებათ... - წერს ხაბაზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა