თეგებით ძიება

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ქუთაისში დაჭრილი კაცი ქუთაისის საკრებულოს წევრია "ოცნებიდან"

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ ქუთაისში დაჭრეს, "ქართული ოცნების" წევრია. ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილია ქუთაისის საკრებულოს წევრი "ოცნებიდან", ზაქრო მამასახლისი. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა. 

არსებული ინფორმაციით, მათ შორის დავა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო. მეზობელი კი რომელმაც დეპუტატს და მეზობელს დანა დაარტყა, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. 

სისხლიანი გარჩევა დეპუტატის სასტუმროს მიმდებარედ მოხდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: „მთავარი არხი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა