თეგებით ძიება

რა არის უჩვეულო ამ ფოტოში? ახლავე აგიხსნით - რას წერს ლაშა ბერულავა?

ჟურნალისტი, „ოდიშინიუსის“ რედაქტორი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ზაკო მედლიშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

რა არის უჩვეულო ამ ფოტოში? ახლავე აგიხსნით: საქმე ის გახლავთ, რომ შავ ძაღლს ფეხი სტკივა, ვერც დიდხანს დადის და როცა დასვენება სჭირდება, ასფალტზე მოხერხებულად ვერ ჯდება - ისევ ტკივილის გამო. არ ვიცი, რანაირად გაიგო ეს თეთრმა ძაღლმა, მაგრამ ფაქტია, რომ მეურვეობს: ის ყველგან უკან დასდევს შავს და როცა მას დაჯდომა მოუნდება, თეთრი ძაღლი გაწვება და მის სხეულზე რბილად მოკალათების საშუალებას აძლევს, თან მას ასვენებს, თან თვითონ ისვენებს. ერთ ადგილას გადაღებული ფოტო, შესაძლოა, შემთხვევითობა იყოს და არ დაიჯეროთ, მაგრამ ბევრგან იქცევიან ასე, ეს ფოტო ერთადერთი არ არის... მგონი, კომენტარი ზედმეტია. 

P.S. - რამდენიმემ დაწერა, ფეხი კი არ სტკივა, უბრალოდ, ცივზე ჯდომა არ სიამოვნებსო. არ ვიცი, რომელია მართალი, მაგრამ მთავარი ისაა, ერთი რომ მეორის კომფორტზე ზრუნავს, მისივე ნებით, თორემ ახლა ერთს მეორე რომ არ ეყოლება დაშანტაჟებული ან "დავერბოვკებული", ისედაც ცხადია    

📸 ზაკო მჭედლიშვილის ფოტოამბავი - წერს ლაშა ბერულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა