თეგებით ძიება

აშშ-ში პაციენტი საავადმყოფოდან სასწრაფო დახმარების მანქანით გაიქცა - Fox News

აშშ-ში ეძებენ მამაკაცს, რომელიც ვირჯინიის შტატის ვუდბერნის საავადმყოფოდან სასწრაფო დახმარების მანქანით გაიქცა. ამის შესახებ Fox News წერს.

შემთხვევა 19 თებერვალს, ინოვა ფეირფაქსის საავადმყოფოში მოხდა. დაახლოებით 21:30 საათზე საავადმყოფოს კარიდან გამოვიდა ხალათში გამოწყობილი პაციენტი წინამხრის ვენური კათეტერით, იქვე მდგარი სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა და თვალს მიეფარა.  

გარკვეული დროის შემდეგ გატაცებული მანქანა იპოვეს და დააბრუნეს, თუმცა 32 წლის რიკი ლოუს ამ დრომდე ეძებენ. ის საავადმყოფოში ავარიის შედეგად მოხვდა. 

მოგვიანებით ოფიცრებმა დამტვრეულ მანქანაში ნარკოტიკები და ორი ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. პოლიციის ყველა მცდელობის მიუხედავად, ლოუ ჯერ ვერ იპოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა