თეგებით ძიება

კახეთში ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა - დაშავდა 6 ადამიანი

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

ბარჯისხევში ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ჯერ "ფორდის" მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა, შემდეგ კი გადატრიალდა. მგზავრებმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კახეთის ორ კლინიკაში გადაიყვანეს.

მგზავრები სოფელ ფშავლიდან თბილისის მიმართულებით მიდიოდნენ. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა