თეგებით ძიება

2024 წლის დასაწყისიდან ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 ადამიანი დავაკავეთ

2024 წლის დასაწყისიდან დღემდე, მთელ საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 ადამიანი დააკავეს - მათ შორის, 27 ნარკორეალიზატორი. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული. აქედან 27 ნარკორეალიზატორია. მინდა, განვმარტო, რომ დაკავებულთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ნარკოტიკების რეალიზაციას ტრადიციული - ხელიდან ხელში გასაღების მეთოდით ახდენდნენ. გარდა ამისა, დაკავებულები არიან ე.წ. დამდებები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე დადების მეთოდით ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ასევე, დაკავებულებს შორის არიან ნარკოტიკების საზღვარზე უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც ქვეყანაში სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება სხეულით შემოჰქონდათ". - თქვა კუპატაძემ.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, მათი პირადი, მანქანებისა და სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ჰეროინი, კოკაინი, ალფა პვპ, სუბოტექსი, სუბოქსინი, მეტადონი, MDMA, LSD, მეფედრონი, ამფეტამინი, ექსტაზი, ჰაშიში და კანაფი.

უწყების განცხადებით, დაკავებულები არიან საქართველოს, რუსეთის, ირანის, ბელორუსის, ერაყის, ყაზახეთის, უკრაინის, ნიდერლანდების, თურქეთის, სომხეთისა და იორდანიის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა